მთავარი / მთავარი მოვლენები / თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან.

როგორც სტუდენტმა ქეთევან კოკაიამ განაცხადა, მათი შეკრების მთავარი მიზანია, ხელისუფლებას დაანახონ, რა შეუძლია სტუდენტობას მაშინ, როცა ქვეყნის სათავეში მყოფი პირები უსამართლობებს ჩადიან.

სტუდენტები გუშინ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს და რუსი დეპუტატის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას აპროტესტებენ.

„აქ შეკრებით, გვინდა დავანახოთ ხელისუფლებას, თუ რა შეგვიძლია, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ წავლენ და ასეთ უსამართლობას ჩაიდენენ”, – განაცხადა ქეთევან კოკაიამ.

შემთხვევითი სიახლე

ვიდეოკადრები „რუსთაველის“ მეტროდან, სადაც ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ

„რუსთაველის“ მეტროში ინციდენტს, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე შეესწრო, რომელმაც …