მთავარი / მთავარი მოვლენები / Stadler-ი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის ვაგონების მიწოდებას 2019 წლის მარტიდან დაიწყებს
Stadler-ი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის ვაგონების მიწოდებას 2019 წლის მარტიდან დაიწყებს

Stadler-ი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის ვაგონების მიწოდებას 2019 წლის მარტიდან დაიწყებს

შვეიცარიული Stadler Rail-ი აზერბაიჯანისთვის სამგზავრო ვაგონების მიწოდებას ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის 2019 წლის მარტში დაიწყებს – ამის შესახებ განცხადება შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენელმა მატიას შტოერმა გააკეთა.

სააგენტო „ტრენდის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვაგონების აწყობა, ერთ-ერთი უკვე მზადაა და ტესტირების რეჟიმში იმყოფება. მათივე ინფორმაციით, ვაგონები ჯერ შვეიცარიაშია. გრაფიკის მიხედვით, პირველი 10 ვაგონი აზერბაიჯანში 2019 წლის მარტში ჩამოვა. ამ  ეტაპზე იგეგმება ორი შემადგენლობის წარმოება აზერბაიჯანისთვის, თითოში იქნება 10-10 ვაგონი. მეორე პარტია აზერბაიჯანში 2020 წელს ჩამოვა.

აზერბაიჯანის რკინიგზის უფროსმა ჯავიდ გურბანოვმა განაცხადა, რომ სამგზავრო გადაზიდვები ბაქო-ყარსის მარშრუტზე 2019 წლიდან, Stadler-ისგან შეკვეთილი მატარებლების მიღების შემდეგ დაიწყება.

„მე უკვე მქონდა შეხვედრა შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლებთან, და მათი თქმით, ჩვენ მივიღებთ მატარებლებს მომავალი წლის დასაწყისში“ – განაცხადა გურბანოვმა.

არსებული გეგმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სამგზავრო გადაზიდვები უახლოეს პერიოდში, წელიწადში 1 მლნ. ადამიანს მიაღწევს.

წყარო: კომერსანტი

შემთხვევითი სიახლე

ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია

ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია

ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი საკმაოდ მწვავეა, როგორც ხელისუფლების, ასევე “ნაციონალური …