მთავარი / საქართველო / განათლება / სპეცოპერაციის გამო 97-ე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვიტა
სპეცოპერაციის გამო 97-ე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვიტა
ფოტო: აიპრესი

სპეცოპერაციის გამო 97-ე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვიტა

გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს არ გაიმართება. განათლების სამინისტროს ცნობით, დღეს გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

აღნიშნული სკოლა სწორედ იმ ტერიტორიის მახლობლად მდებარეობს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გუშინ საღამოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …