მთავარი / საქართველო / სოფელ წინუბანში და-ძმებთან თამაშის დროს გოგონა დაიღუპა
სოფელ წინუბანში და-ძმებთან თამაშის დროს გოგონა დაიღუპა

სოფელ წინუბანში და-ძმებთან თამაშის დროს გოგონა დაიღუპა

პანკისის სოფელ წინუბანში უბედური შემთხვევა მოხდა. ქავთარაშვილების ოჯახში და-ძმებთან თამაშის დროს გოგონა დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, და-ძმების მიერ მიერ სიმაღლეზე შეგდებული თავსაფრის ჩამოსატანად ასულ გოგონას ფეხი დაუცდა და რკინის კონსტრუქციას ჰიჯაბით ჩამოეკიდა.

ადგილობრივები თვითმკვლელობას გამორიცხავენ. როგორც პანკისში მცხოვრებმა ოჯახის ახლობელმა, რამაზ ბაღაკაშვილმა განაცხადა, მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ.

,,გოგონას მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. დედამისი უმცროსი ძმის წამოსაყვანად საბავშვო ბაღში იყო წასული. ბავშვებმა თამაშისას თავსაფარი აუგდეს თურმე და ჩამოიტანას რომ ცდილობდა, მაშინ ჩამოვარდნილა და რკინის კონსტრუქციას ჩამოეკიდა ჰიჯაბით. შეშინებული ბავშვების კივილზე მთელი უბანი გამოვიდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა”, – განაცხადა ბაღაკაშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.

შემთხვევითი სიახლე

უკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა ამოქმედდა

უკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა ამოქმედდა

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში „აიდი“ (ID) ბარათებით გამგზავრებას დღეიდან შეძლებენ. მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე …