მთავარი / საქართველო / სოფელ ლენჯერში 70 წლის ნაცემი მამაკაცი მესტიის საავადმყოფოში გარდაიცვალა
სოფელ ლენჯერში 70 წლის ნაცემი მამაკაცი მესტიის საავადმყოფოში გარდაიცვალა
ფოტო: 1tv

სოფელ ლენჯერში 70 წლის ნაცემი მამაკაცი მესტიის საავადმყოფოში გარდაიცვალა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში 70 წლის ნაცემი მამაკაცი მესტიის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლენჯერის გამგებლის, ვლადიმერ ფილფანის ინფორმაციით, ნაცემი მამაკაცი იქაური მკვიდრია და ადგილობრივებმა ის გზაზე იპოვეს. მისივე თქმით, შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა.

როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, მამაკაცი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნათესავმა ახალგაზრდა მამაკაცებმა. ისინი უკვე დაკავებული არიან.

მესტიის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მათივე ცნობით, გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

შემთხვევითი სიახლე

#ქალაქიხასიათით – ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“  მასშტაბურ კონკურსს იწყებს

#ქალაქიხასიათით – ასე ჰქვია შემოქმედებით კონკურსს, რომელიც სულ მალე, აიღებს სტარტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 24 სექტემბერს, …