მთავარი / სპორტი / სოფელ ჭრებალოში არსებულ სპორტულ სკოლას ჭიდაობის ფედერაციამ ახალი ხალიჩა გადასცა

სოფელ ჭრებალოში არსებულ სპორტულ სკოლას ჭიდაობის ფედერაციამ ახალი ხალიჩა გადასცა

სოფელ ჭრებალოში საერთაშორისო სტანდარტების მქონე, ორხალიჩიანი საჭიდაო დარბაზი გაიხსნა.

მის მშენებლობას საფუძველი იანვარში ჩაეყარა ამბროლაურის გამგეობისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის თანადგომით, დარბაზი ექსპლუატაციაში ოფიციალურად 2017 წლის 15 ოქტომბერს შევიდა. ჭიდაობის ფედერაციამ ჭრებალოს სპორტულ სკოლას ხალიჩა გადასცა და მომავალშიც დაპირდა მხარდაჭერას სავარჯიშო ინვენტარის კუთხით.

საჭიდაო ბაზას ასევე ექნება სასტუმროს ტიპის სახლი, რომელიც 25 ადამიანზე იქნება გათვლილი, სადაც ამ მომენტისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

დარბაზი და სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებზეა გათვლილი და მომავალში საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაზე ექნება პრეტენზია.

წყარო: აიპრესი

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …