სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს | Tbilisi Today
მთავარი / საქართველო / სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს
სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს

რამდენიმე რეგიონის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს.

ამ ინფორმაციას “პრაიმტაიმთან” ადასტურებს დეპუტატი ოთარ დანელია, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

“ნამდვილად დაფიქსირდა ასეთი დარღვევები. მე თავს შევიკავებ კონკრეტული რაიონის დასახელებისგან, ან იმის თქმისგან, თუ როდის დაფიქსირდა აღნიშნული ფაქტი. თუმცა, ასეთი შემთხვევები იყო.” – განუცხადა “პრაიმტაიმს” ოთარ დანელიამ.

მისივე განმარტებით, ვირისა და ცხენის ხორცის აღმოჩენის ფაქტს კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვა თუმცა ეს საკმარისი არ არის.

“ასეთ შემთხვევებზე კანონი საჯარიმო სანქციას ან საწარმოო უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. ეს ნამდვილად არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომიტეტი მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ასეთი ტიპის დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაწესდეს”.

შემთხვევითი სიახლე

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი

თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, სიმაღლიდან გადავარდა. ნასყიდაშვილის …