შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპტიკური ქსელით სილქნეტი მოემსახურება.
კომპანიამ შსს-სთან 25.65 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებში სოლქნეტი ეტაპობრივად უზრუნველყოფს 2094 წერტილის ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელით და რადიოსარელეო ხაზით მომსახურებს.
წერტილების ქსელში ჩართვა 4 ეტაპად მოხდება. პირველი ეტაპი დასრულდება 2018 წლის 1 ნოემბრამდე და ჩაერთვება არანაკლებ 616 წერტილი. ბოლო ეტაპის სამუშაოები კი, 2019 წლის ივლისამდე უნდა დასრულდეს.
ამასთან, სილქნეტი ქსელის ექსპლუატაცია და მომსახურებას 2023 წლის ბოლომდე უზრუნველყოფს.
წყარო: GBC