მთავარი / საქართველო / შვეიცარიის პოლიცია საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს
შვეიცარიის პოლიცია საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს

შვეიცარიის პოლიცია საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს

საქართველოში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები შეიკერა. შეკვეთას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, კომპანია „ელსელემა“ ასრულებს, რომელიც პოლიციისთვის განკუთვნილ ჯავშანჟილეტებს და აქსესუარებს დამკვეთს ერთ კვირაში მიაწვდის. ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, ქართული კომპანია მრავალი წელია, წარმატებით ასრულებს სახელმწიფო შეკვეთებს ძალოვანი და სხვა სტრუქტურებისათვის, აწარმოებს ყველა სახის სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსათვის. 2011 წლიდან პარალელურად დაიწყო ექსპორტი საერთაშორისო ბრენდების “KOTON”, “MONCLER” “DAMAT და „CHAMELEON“ პროდუქციის წარმოებით.

„აღსანიშნავია, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ ლანჩხუთში ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 120-ზე მეტი ადამიანი.

შპს „ელსელემა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1.2 მლნ ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

#მადლობასაქართველოსთვის – კომპანია „აიგრუპის“ გზავნილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს

ქართული ინდუსტრიული კომპანია „აიგრუპი“ 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმიანება და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს …