მთავარი / საქართველო / შსს-მ ექვსი თვის განმავლობაში 132 ძებნილი დააკავა
შსს-მ ექვსი თვის განმავლობაში 132 ძებნილი დააკავა

შსს-მ ექვსი თვის განმავლობაში 132 ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 132 პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებიდან 41 პირი ქურდობისთვის იყო ძებნილი, ორი – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, 15 – თაღლითობისთვის.

ამასთან, როგორც შსს-ს ინფორმაციაშიააღნიშნული, განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი იყო სამი პირი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის – რვა პირი, სხვისი ქონების მითვისებისთვის – ასევე რვა პირი, ხოლო ყაჩაღობისთვის – ერთი.

შემთხვევითი სიახლე

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

1 კარი როცა იხურება, 100 სხვა იღება, — ასე გამოეხმაურა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პუტინის …