მთავარი / მთავარი მოვლენები / შსს გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შსს გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ფოტო: კახაბერ კუპატაძე

შსს გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, მიკროავტობუსში, რომელიც გზიდან გადავარდა, 175-ე საჯარო სკოლის მეექვსეკლასელები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ.

„გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 16-მა ადამიანმა, რომლებიც უკვე გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს. მისი განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუმართავს …