მთავარი / სპორტი / შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წელს თბილისში ჩამოვა
შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წელს თბილისში ჩამოვა

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წელს თბილისში ჩამოვა

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წელს საქართველოში ჩამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ  ევროპის დიდი ექვსეულის  გუნდთან ტესტ-მატჩს „ბორჯღალოსნები“ თბილისში პირველად გამართავენ.

შეხვედრა 2019 წლის მსოფლიო თასის წინ გაიმართება. სერია ორი მატჩისგან შედგება. მილტონ ჰეიგის გუნდი შოტლანდიას 24 აგვისტოს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება, ხოლო 6 ან 7 სექტემბერს იგივე მეტოქეს შოტლანდიის მთავარ სარაგბო არენაზე „მარიფილზე“ შეხვდება.

საქართველო შოტლანდიას პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიაში ეთამაშა და ლელო არ გაუშვა, თუმცა გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 15:6. ორი წლის წინ კი შოტლანდიელებს ქალაქ კილმარნოკში ორი ლელო გავუტანეთ, მაგრამ გამარჯვება ამ შემთხვევაშიც მასპინძლებს დარჩათ – 43:16.

წყარო: 1tv | ავტორი: ნინო გაბელია

შემთხვევითი სიახლე

ლიანა ჯოჯუამ მსუბუქ წონაში ММА-ს მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოიპოვა [ვიდეო]

პირველად FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ისტორიაში, სატიტულო ბრძოლაში ქართველი გოგონა რუს მეტოქეს დაუპირისპირდა. 22 წლის ჯოჯუა, …