მთავარი / მთავარი მოვლენები / შავი სიიდან ამოშლილები ოვერდრაფტსაც ვერ იღებენ
შავი სიიდან ამოშლილები ოვერდრაფტსაც ვერ იღებენ

შავი სიიდან ამოშლილები ოვერდრაფტსაც ვერ იღებენ

შავი სიის ახლადგათეთრებული წევრები კვლავ შავ სიაში რჩებიან. ვალნაპატიებ პრობლემურ მესხებელს, ქართუს დაფინანსების შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვის იმედი გაუჩნდა და საახალწლო დღესასწაულების შემდეგ გაუქრა, რადგან  საბანკო ბარათის გარდა, შავის სიიდან ამოსვლის შემდეგ, ვერაფერი მიიღეს და 4 -წლიან  პერსპექტივაში არც არაფერი ესახებათ.

რომან გოცირიძე  სოციალურ ქსელში კითხვას სვამს: “ვალების ჩამოწერა რამდენი დაუჯდა ქართუბანკს, ანუ კაპიკები?” და თავდვე პასუხობს რამდენიმე კითხვა-ვერსიად: 1)  მართლა დიდი ხნის წინათ ჩამოწერილი სესხების სია ხომ არ იყიდა; 2)  ვალების ”ჩამოწერა” მხოლოდ საარჩევნო მოსყიდვა და მცირეოდენი ფულის ხარჯვა იყო? დაახლოებით იმდენი, რეკლამაში რომ დახარჯავდა პარტია?

„შავი სია ისევ არსებობს და იგი არ ქრება, იცვლება მხოლოდ ჩანაწერი” – ჰქონდა და არა აქვს ვალი, ურჩი გადამხდელი იყო და სხვამ დაუფარა”, ნაცვლად იმისა- ”აქვს ვადაგადაცილებული დავალიანება. თუ ვინმეს ჰქონდა შანსი დაეფარა ვალი და სიიდან ამოწერილიყო როგორც პატიოსანი გადამხდელი, ახლა სამუდამოდ მიეკერება იარლიყი: ”ვალების პატიების აქციაში მონაწილე. ასე დამთავრდა კიდევ ერთი ქართული ამბავი“, – წერს ფეისბუქ გვერდზე რომან გოცირიძე.

როგორც იცით  610 000 მომხმარებელს  ₾2 000 (ძირი) გაუსტუმრებელი სესხები ეპატია. პრობლემური პორტფელი კრედიტორებისგან ფონდმა ქართუმ  გამოისყიდა.

ამ დროისთვის სიიდან წაშლილები მხოლოდ სადაბეტო ანგარიშის გახსნის საშუალება აქვთ. სესხები,  მათ შორის ოვერდაფტიც მიუწვდომელია.

წყარო: GBC

შემთხვევითი სიახლე

სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას პასუხობს

პასუხი პუტინს ასეთია: ტურისტებმა უნდა განაგრძონ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები, …