მთავარი / საქართველო / სერგეი შამბა – თუ ვითარება არ გამოსწორდება, მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ

სერგეი შამბა – თუ ვითარება არ გამოსწორდება, მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ

თუ ვითარება არ გამოსწორდება, მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ ოპოზიციური ძალების ბლოკის შეკრებაზე განაცხადა.

შამბას თქმით, აფხაზეთის ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო ადამიანები იმყოფებიან, რომლებმაც მართვა არ იციან. სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ არსებული კრიზისიდან აფხაზეთის გამოყვანა, მხოლოდ ასლან ბჟანიას შეუძლია. ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

„ჩვენ ყველა და პირველ რიგში, მე ვარ დამნაშავე, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია. ვიმედოვნებდით, რომ რამეს გააკეთებდნენ. ხელისუფლება უმოქმედოა, ხვალ ისევ გველის ისეთი ტრაგედია, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც დავკარგავთ. თუ ვითარება არ გამოსწორდება, მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ. ხვეწნას დავუწყებთ. ეს გინდათ? მე ეს არ მინდა! მე არანაირი თანამდებობა არ მინდა, რომ მთხოვონ, არც დავთანხმდები. აქ ვარ ასლან ბჟანიას მხარდასაჭერად. ამ ხელისუფლებას და ამ პრეზიდენტს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. აფხაზეთში ყველა თანხმდება, რომ ჩვენ ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისში ვიმყოფებით“, – თქვა შამბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თუ უახლოეს მომავალში კრიზისი არ განეიტრალდება, აფხაზეთი უფსკრულში გადაიჩეხება, საიდანაც თავის დაღწევა ვეღარ მოხერდება.

„რისთვის გვჭირდებოდა ბრძოლა. რისთვის დაიღუპა ამდენი ჩვენი ძმა და მეგობარი. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და შევქმენით სახელმწიფო, რომელიც ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა. აფხაზეთის სამეფო მაშინ იყო. მეფეები მიმართულების ნებართვას და ტიტულატურას იქედან იღებდნენ. ჩვენ მივიღეთ ისეთი თავისუფლება, რომლის მსგავსი არასდროს გვქონია. ნუთუ ამის გამოყენება არ შეგვიძლია. აფხაზეთს უპასუხისმგებლო ადამიანები მართავენ“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

შემთხვევითი სიახლე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7524 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7524 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7524 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის …