მთავარი / საქართველო / საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა.

კერძოდ, საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ქალაქი -18,0 %; სოფელი – 23,1 %; საქართველო – 20,1 %.

2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 21,9% იყო, ქალაქში 18,6 %, სოფლად კი 26,6%.

მედიანური (ანუ საშუალო) მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი კი ასეთია: საქართველო 20,5%, ქალაქი 17.2%, სოფელი 25,4%.

მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი კი საქართველოს მასშტაბით 7,6 %-ს, ქალაქად 6,6%-ს, სოფლად კი 9,1 %-ს შეადგენს.

სიღარიბის ზღვარი მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმის ღირებულების შესაბამისად განისაზღვრება.

შემთხვევითი სიახლე

#მადლობასაქართველოსთვის – კომპანია „აიგრუპის“ გზავნილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს

ქართული ინდუსტრიული კომპანია „აიგრუპი“ 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმიანება და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს …