მთავარი / სპორტი / საქართველოში რამდენიმე საათში FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა
საქართველოში რამდენიმე საათში FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა

საქართველოში რამდენიმე საათში FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა

საქართველოს დედაქალაქში, დღეს, 8 თებერვალს FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა. მსოფლიო თასის ტურს ორგანიზებას თბილისის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და კოკა-კოლა უწევენ. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.

გულშემატკივრებს საშუალება აქვს საკუთარი თვალით იხილონ საფეხბურთო სფეროში არსებული უმაღლესი ჯილდო. FIFA-ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126000 კილომეტრს გაივლის.

FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისის აეროპორტში 8 თებერვალს ჩამოვა. ამის შემდეგ, თასი თბილისი მოლის შენობაში გადაინაცვლებს და მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, 13:00 საათიდან 18 :00 საათამდე შეეძლება.

თასი ოქროსგანაა დამზადებული და 6.142 კილოგრამს იწონის. მისი ამჟამინდელი დიზაინი დასაბამს 1974 წლიდან იღებს. რეგულაციების თანახმად, თასი რჩება FIFA-ს საკუთრებაში, გამარჯვებულ გუნდს შეუძლია მხოლოდ დროებით დაიტოვოს იგი, ხოლო სამუდამო საკუთრებაში მათ გადაეცემათ თასის ასლი, რომელიც მოოქროვილია და მასზე დატანილია წელი, მასპინძელი ქვეყანა და გამარჯვებული გუნდის სახელწოდება.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონი უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …