მთავარი / საქართველო / საქართველოში იმ პირთა რაოდენობა გაიზარდა, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონზე მეტია
საქართველოში იმ პირთა რაოდენობა გაიზარდა, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონზე მეტია

საქართველოში იმ პირთა რაოდენობა გაიზარდა, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონზე მეტია

საქართველოში იმ პირთა რაოდენობა გაიზარდა, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონ ლარს აღემატება.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი 2018 წელს 323-მა ფიზიკურმა პირმა მიიღო.

ერთ წელში 57 ერთეულითაა გაზრდილი ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც მილიონზე მეტი წლიური ანაზღაურება უფიქსირდებათ.

აღსანიშნავია, რომ ამ რიცხვში ასახულია მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.

ამასთან, ვის უფიქსირდება მილიონზე მეტი შემოსავალი, მათი ვინაობა საჯარო არ არის. გამონაკლისია ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიების ხელმძღვანელობის მონაცემები. თუმცა, აღნიშნული მილიონები ძირითადად მათთვის გადაცემული კომპანიების აქციების ხარჯზეა. მაგალითად, ცნობილია, რომ გასულ წელს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის ანაზღაურება 3.3 მილიონ დოლარს შეადგენდა. აქედან 454 000 ფულადი ანაზღაურება იყო, დანარჩენი აქციების სახით გაცემული ბონუსია. მისი მოადგილის, გიორგი შაგიძის წლიური შემოსავალი კი 1.71 მლნ დოლარი იყო, აქედან 227 000 –  ფულადი ანაზღაურება. 3.13 მლნ დოლარი მიიღო „საქართველოს ბანკის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ, ამ შემთხვევაშიც უდიდესი წილი აქციებზე მოდის. „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი გილაურის 2018 წლის სახელფასო შემოსავალი კი,  4.06 მილიონ დოლარს შეადგენდა. გილაურს ფულადი ანაზღაურება გასულ წელს არ მიუღია. ინფორმაცია მათი შემოსავლების  შესახებ აღნიშნული კომპანიების წლიურ ანგარიშებშია ასახული.

შემთხვევითი სიახლე

ვლადიმერ პუტინი რუსეთიდან საქართველოში ფრენებს კრძალავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან …