მთავარი / საქართველო / საქართველოში 12-14 მაისს ამინდი გაუარესდება
საქართველოში 12-14 მაისს ამინდი გაუარესდება

საქართველოში 12-14 მაისს ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში, უმეტესად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, 12-14 მაისს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში გაზაფხულის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

შემთხვევითი სიახლე

შუქის გათიშვის გამო ქუთაისში „ეშმაკის ბორბალზე“ ადამიანები დარჩნენ

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა ატრაქციონიდან და საბაგიროდან 20-მდე არასრულწლოვანი და 5 მოქალაქე ჩამოიყვანეს. მაღალი ძაბვის ვარდნის გამო, …