მთავარი / საქართველო / განათლება / საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება 13 ივნისიდან დაიწყება
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება 13 ივნისიდან დაიწყება

საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება 13 ივნისიდან დაიწყება

2019-2020 სასწავლო წლისათვის, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

13 ივნისიდან კი მოსწავლის მშობელმა ან მეურვემ შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.

დოკუმენტაციის წარდგენა  13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი და დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რაც შეეხება წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას:

როგორც სამინისტრო განმარტავს, რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა დამტკიცდა

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის ბენეფიციარები უცხო ქვეყნის მოქალაქეები …