მთავარი / საქართველო / საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგ წავიდა.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ჩერქეზიშვილი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;
  • ფინანსთა მინისტრი – ნიკოლოზ გაგუა;
  • განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
  • კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე;
  • თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;
  • იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი – კახა კახიშვილი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი –  ქეთევან ციხელაშვილი.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება მცირე მთავრობის კონცეფცია. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხელახლა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობაში ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან.

შემთხვევითი სიახლე

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

1 კარი როცა იხურება, 100 სხვა იღება, — ასე გამოეხმაურა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პუტინის …