მთავარი / სპორტი / საქართველოს კალათბურთის ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებულია
საქართველოს კალათბურთის ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებულია

საქართველოს კალათბურთის ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებულია

ათენში მიმდინარე “აკროპოლისის” თასზე საქართველო კალათბურთის ნაკრები დღეს იტალიას შეხვდება. მატჩი, 19:45 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრებმა გუშინ სერბეთის ნაკრები დაამარცხა. კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრები აკროპოლისის თასის გამარჯვებულია. გუშინ გვიან საღამოს დასრულებულ ტურნირის მეორე მატჩში საბერძნეთმა იტალია 73:70 დაამარცხა, რითაც საქართველო 1 ტურით ადრე ყველასთვის მიუწვდომელი გახდა.

დღესვე დღის მეორე შეხვედრაში საბერძნეთი სერბეთს შეხვდება. ამ ორივე გუნდთან ქართველებს მოგებული აქვთ და აქედან გამომდინარე, ილიას ზუროსის გუნდი კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდება.

წყარო: imedinews

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …