მთავარი / საქართველო / საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამია, 2018 წლის 11 იანვარს ძალაში შესული კანონის შესაბამისად, “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც, საბროკერო კომპანიის საქმიანობას დაემატა უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის ორგანიზების გაწევა.

„ცვლილების შედეგად, სავაჭრო პლატფორმის საშუალებით უცხოური ვალუტით ვაჭრობის ორგანიზება გახდა ლიცენზირებული საქმიანობა და დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმით ვაჭრობის ორგანიზების უფლებამოსილება მიეცათ მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს. ამასთან, პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებიდან საქმიანობას უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით ახორციელებენ, ვალდებული არიან, ამა წლის 11 აპრილიდან ფლობდნენ ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ლიცენზიას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისას ზემოაღნიშნული გარემოებები მხედველობაში მიიღონ.

შემთხვევითი სიახლე

ვლადიმერ პუტინი რუსეთიდან საქართველოში ფრენებს კრძალავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან …