მთავარი / სპორტი / საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 2018 წელს ექვსი ერის ტურნირში ითამაშებს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 2018 წელს ექვსი ერის ტურნირში ითამაშებს

რაგბში ექვსი ერის ხელმძღვანელობამ ისტორიული და საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო: საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 2018 წელს ექვსი ერის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ და მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ბაჩო ხურციძემ განაცხადეს.

ექვსი ერის თავმჯდომარემ, პეტ უელანმა საქართველოს რაგბის კავშირს სპეციალური წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ 2018 წლის მაისში, 20-წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის ექვსის ერის ტურნირზე საქართველოსა და რუმინეთის ასაკობრივი ნაკრებებიც ითამაშებენ.

გათამაშება მაისში, მსოფლიოს 2018 წლის 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის დაწყებამდე ჩატარდება. საბოლოო ფორმატის შესახებ კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. სვანიძემ საქართველოში ჩატარებული მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა მსოფლიო რაგბის ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …