მთავარი / საქართველო / საპენსიო ანგარიშებზე ამ დროისთვის 36 მილიონი ლარია მობილიზებული
საპენსიო ანგარიშებზე ამ დროისთვის 36 მილიონი ლარია მობილიზებული

საპენსიო ანგარიშებზე ამ დროისთვის 36 მილიონი ლარია მობილიზებული

საპენსიო დანაზოგის სახით, ამ დროისთვის 36 მილიონი ლარია მობილიზებული. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, თანხის მოცულობა დეკლარაციების დახურვის შემდეგ გაიზრდება და სავარაუდოდ, 40-45 მილიონ ლარს მიაღწევს.

სააგენტოში 31 ათასზე მეტი კერძო კომპანიაა რეგისტრირებული, სისტემაში ჩართული სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომელთა რაოდენობა კი, 270 ათასია.

საპენსიო სააგენტოში ამ დროისთვის ბუღალტერთა ტრენინგები გრძელდება. ამასთან, იგეგმება გასვლითი შეხვედრებიც.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

შემთხვევითი სიახლე

#ქალაქიხასიათით – ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“  მასშტაბურ კონკურსს იწყებს

#ქალაქიხასიათით – ასე ჰქვია შემოქმედებით კონკურსს, რომელიც სულ მალე, აიღებს სტარტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 24 სექტემბერს, …