მთავარი / მთავარი მოვლენები / სალომე ზურაბიშვილი: ვაშაძეს და რუსეთს არ დავუთმობ ქვეყანას
სალომე ზურაბიშვილი: ვაშაძეს და რუსეთს არ დავუთმობ ქვეყანას

სალომე ზურაბიშვილი: ვაშაძეს და რუსეთს არ დავუთმობ ქვეყანას

პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ საარჩევნო შტაბში, ბრიფინგზე განაცხადა.

„შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბინძური კამპანიის, ცილისწამების, ყველა იმ ხერხების და მეთოდების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას, ამ ყველაფრის მიუხედავად – პირველი ადგილი პირველ ტურში.

„რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა და რა? ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? მხარდამჭერები და თანამებროძლები მივატოვო შუა ბრძოლაში? მე მგონი, არ მიცნობენ კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული. ამიტომ, მზად ვართ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის, რადგან მჯერა თქვენი, ვინც დღეს მისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ თქვენ იცით, რა მინდა საქართველოსთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დღეს არ არის არჩევანი ორი პარტიას შორის.

„თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორი პარტიას შორის, დღეს არჩევანია ორ საქართველოს შორის. როგორი გვინდა ეს საქართველო ეს არის არჩევანი და ეს არის მეორე ტური. ჩვენ ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი. მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ევროპა,  საქართველოს თანამედროვე მომავალი. ერთად საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ლევან ბერძენიშვილი: ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბერი აპატია

ლევან ბერძენიშვილი: ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბერი აპატია

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით დადასტურდა, რომ …