მთავარი / მთავარი მოვლენები / სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, ასევე მთაწმინდის პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, ასევე მთაწმინდის პრეზიდენტი

„მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, ასევე მთაწმინდის პრეზიდენტი,“ – ამის შესახებ ქართული ოცნების რჩეულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა მთაწმინდაზე გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მთაწმინდის მოსახლეობას ხვდებოდა, თუმცა, შეხვედრაზე დღეს სხვა უბნებიდან პედაგოგები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები საგანგებოდ მიიყვანეს.

შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა კრწანისში გადაინაცვლა, სადაც მისი მხარდამჭერი კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო დაგეგმილი კონცერტი არ შედგა.

„პირველ რიგში, არ ვიმღერებ, თუმცა, ძალიან მინდა. გუშინ საღამოს დავასრულე 63 რეგიონალური ცენტრის მიმოვლა, სადაც გამოვედი ყველგან ჩემი სიტყვით, ხედვებით. ეს იყო არაჩვეულებრივი მოგზაურობა საქართვლოში. მთაწმინდა რჩება ჩემთვის ის განსაკუთრებული ადგილი, საიდანაც მინდოდა თბილისთან შეხვდრები დამეწყო, სადაც არა მხოლოდ ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი, ასევე მთაწმინდის პრეზიდენტი. მთაწმინდა არის სიმბოლური, გული, ცენტრი და არა მხოლოდ თბილისის, საქართველოსი,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატს თან ახლდა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ოდიშარია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის წარმომავლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ვირჩევთ 30-წლიანი დიპლომატიური გამოცდილების პატრიოტული ოჯახის, მართლაც ლეგენდარული, მებრძოლი ემიგრაციის შთამომავლის კანდიდატურას და არ ვირჩევთ სიძულვილს, რევანშს, ცილისწამებას, მიყურადებას საძინებლებში, კაბინეტებში. საქართველოს მოსახლეობას დიდი ხანია, მობეზრდა ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც აქვეყნებენ სერიალებს, ტირაჟირებენ ტყუილებს, ქმნიან საპნის ოპერებს,“ – განაცხადა ოდიშარიამ.

შემთხვევითი სიახლე

„კარაპს მედლაინი“ – უცხოელი პაციენტების რიცხვი იზრდება, რადგან ევროპასა თუ ამერიკაში კარგ ექიმთან მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება

„plastikus” ბერძნულად „ფორმის მიცემას”, ლათინურად კი „დახვეწილს” ნიშნავს. ის, ვინც სილამაზისა და დახვეწილობისკენ მიილტვის, სრულყოფილ …