მთავარი / თბილისი / საკრებულო / საკრებულოსთან ევროპული საქართველოს წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

საკრებულოსთან ევროპული საქართველოს წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ევროპული საქართველოს პარლამენტის დეპუტატები საკრებულოში შესვლას ითხოვენ. თუმცა მათ ამის უფლებას სამართალდამცველები არ აძლევენ. ოპოზიცია მათ მოთხოვნას არ ეთანხმება. ადგილზე იმყოფებიან ელენე ხოშტარია, სერგო რატიანი და გიგა ბოკერია.

ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ მათი არ შეშვება შენობაში უკანონოა. პარტის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც  თაბორის მთის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიების გასხვისების საკითხები უნდა განიხილონ, მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და მედია დაესწრება. “კანონის დარღვევის საშუალებას არავის მივცემთ”, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს შენობასთან პოლიცია დილიდანაა მობილიზებული.

29 სექტემბერს, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას, საათნახევრიანი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების გამო სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ფავლენიშვილი და თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღების მედპერსონალისათვის ჩატარებული ტრეინინგების პირველ ეტაპს დაესწრნენ

ირაკლი ფავლენიშვილი და თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღების მედპერსონალისათვის ჩატარებული ტრეინინგების პირველ ეტაპს დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და …