მთავარი / სპორტი / საკრებულოს საფეხბურთო გუნდი მუნიციპალიტეტის უწყებათშორის ტურნირში ასპარეზობს
საკრებულოს საფეხბურთო გუნდი მუნიციპალიტეტის უწყებათშორის ტურნირში ასპარეზობს

საკრებულოს საფეხბურთო გუნდი მუნიციპალიტეტის უწყებათშორის ტურნირში ასპარეზობს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფეხბურთო გუნდმა მუნიციპალიტეტის უწყებათაშორის საფეხბურთო ტურნირში მთაწმინდის რაიონის გამგეობის გუნდი ანგარიშით 4:3 დაამარცხა. საკრებულოს გუნდმა ამ გამარჯვებით მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის გუნდი იქნება.

ტურნირი, რომელსაც სტადიონი ,,იმედი” მასპინძლობს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს. ტურნირის მიზანი არის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სამოყვარულო სპორტის განვითარება.

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …