მთავარი / საქართველო / საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მაჯით მამედოვს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ვალი გახდა. მათივე თქმით, მხარეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მამედოვმა მოვალისგან თანხა მოითხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ძვირფასი ნივთების წამოღება სცადა.

როგორც შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და დაკავებისთვის მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევითი სიახლე

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი, გასული …