მთავარი / საქართველო / საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი „ტამიფლუს“ უფასოდ გასცემს
საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი „ტამიფლუს“ უფასოდ გასცემს

საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი „ტამიფლუს“ უფასოდ გასცემს

საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი „ტამიფლუს“ უფასოდ გასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მუნიციპალიტეტებში არსებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს H1N1 ვირუსის (ე.წ. ღორის გრიპი) საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ და შეუზღუდავი რაოდენობით გადაეცა.

ვაქცინა მხოლოდ ოჯახის ექიმის რეკომენდაციითა და სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №100-ის (ც ნ ო ბ ა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) წარდგენის შემდეგ გაიცემა.

საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ლალი ტაბატაძის განცხადებით, ვაქცინის რაოდენობა შეზღუდული არ არის და საჭიროების შემთხვევაში, ყველა პაციენტს მიეწოდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

არჩილ თალაკვაძე: რაც დღეს ლარს სჭირს, არის ყვავის ჩხავილის ეფექტი

არჩილ თალაკვაძე: რაც დღეს ლარს სჭირს, არის ყვავის ჩხავილის ეფექტი

ხმაური საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე – დეპუტატები ერთმანეთს 2019 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტის გამო დაუპირისპირდნენ. ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით 13 მილიარდი ლარია …