საბურთალოზე, სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ ბედნიერების ძეგლი გახსნეს.
“ეს, ძეგლი სამედიცინო უნივერსიტეტს მისმა კურსდამთავრებულმა, ცნობილმა ექიმმა, არსენ გვენეტაძემ უსახსოვრა”, — უთხრეს სამედიცინო უნივერსიტეტში On.ge-ს
მათი თქმით, ძეგლი არსენ გვენეტაძემ გადასცა, ხოლო სამედიცინო უნივერსიტეტმა მონტაჟი საკუთარი ხარჯებით განახორციელა.