მთავარი / მთავარი მოვლენები / სააკაშვილი ადასტურებს, რომ მის ბიძასთან ჩაწერილი ვიდეო ნამდვილია
სააკაშვილი ადასტურებს, რომ მის ბიძასთან ჩაწერილი ვიდეო ნამდვილია

სააკაშვილი ადასტურებს, რომ მის ბიძასთან ჩაწერილი ვიდეო ნამდვილია

მიხეილ სააკაშვილმა Facebook Live-ის დროს დაადასტურა, აუდიოჩანაწერი, რომელიც უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელდა და რომელშიც ის ბიძამის თემურ ალასანიას საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ესაუბრება, ნამდვილია.

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ეს სატელფონო ჩანაწერი ვარშავაში რუსებმა ჩაწერს, ტელეკომპანია “იმედმა” კი გაავრცელა. თუმცა აღსანიშნავია, რომ აუდიოჩანაწერი თავდაპირველად უკრაინულ ვებგვერდზე zdes.com.ua-ზე გავრცელდა.

სააკაშვილი ირწმუნება, რომ ჩანაწერი ლიფტში გაკეთდა. ჩანაწერში სააკაშვილი ალასანიასთან იუსტიციის ყოფილ მინისტრზე ზურაბ ადეიშვილის შესახებ საუბრობს.

ასევე 25 ოქტომბერს, ვებგვერდზე, რომელსაც უკრანული დომენი აქვს, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „რედაქციას“ სანდო წყარომ მიაწოდა ოდესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, „კაგებეს გადამდგარი გენერლის“ თემურ ალასანიას „სატელეფონო საუბრის“ ჩანაწერი.

შემთხვევითი სიახლე

„კარაპს მედლაინი“ – უცხოელი პაციენტების რიცხვი იზრდება, რადგან ევროპასა თუ ამერიკაში კარგ ექიმთან მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება

„plastikus” ბერძნულად „ფორმის მიცემას”, ლათინურად კი „დახვეწილს” ნიშნავს. ის, ვინც სილამაზისა და დახვეწილობისკენ მიილტვის, სრულყოფილ …