მთავარი / საქართველო / რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მღვდელმსახური დააკავეს
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მღვდელმსახური დააკავეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მღვდელმსახური დააკავეს

რუსმა სამხედროებმა სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან მამა დავით დურგლიშვილი დააკავეს. ინფორმაცია  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

როგორც ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მღდელმსახურმა, მამა დავით ჭიღლაძემ განაცხადა, მამა დავით დურგლიშვილი რუსმა სამხედროებმა საღამოს საკუთარი მინდვრიდან წაიყვანეს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

„მინდორი, საიდანაც მამა დავითი წაიყვანეს საოკუპაციო ზოლს ესაზღვრება. მას ყანაში, თანასოფლელებთან ერთად, თაგვის წამალი შეჰქონდა. ზუსტად არ ვიცი, რამდენ ადამიანთან ერთად იყო, მაგრამ ყველამ მოასწრო გამოქცევა. მამა დავითი კი წაიყვანეს. ინფორმაცია მის ოჯახსაც აქვს. ამის შესახებ ინფორმირებულნი არიან სამართალდამცველები. როგორც ვიცით, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა მამა დავით ჭიღლაძემ.

მამა დავით დურგლიშვილი ოკუპირებული სოფელი ავნევიდან არის, 2008 წლის შემდეგ კი გორში ცხოვრობს და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში მსახურობს.

შემთხვევითი სიახლე

აკაკი ზოიძე მიმართავს მთავრობას, რომ ხელით შესახვევ თამბაქოზეც გაიზარდოს ფასი

აკაკი ზოიძე მიმართავს მთავრობას, რომ ხელით შესახვევ თამბაქოზეც გაიზარდოს ფასი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მთავრობას მიმართავს, რომ თამბაქოს აქციზის შემდეგ, ხელით შესახვევი თამბაქოს …