მთავარი / საქართველო / რუსეთის საშუალო კლასის აჯანყებიდან საქართველოში დაწყებულ პროტესტამდე, პუტინის მაგია ფერმკრთალდება

რუსეთის საშუალო კლასის აჯანყებიდან საქართველოში დაწყებულ პროტესტამდე, პუტინის მაგია ფერმკრთალდება

“რუსეთის საშუალო კლასის აჯანყებიდან საქართველოში დაწყებულ პროტესტამდე, პუტინის მაგია ფერმკრთალდება” ამ სათაურით ეხმაურება იტალიური გაზეთი “ლა სტამპა” თბილისში განვითარებულ მოვლენებს და მას ვრცელ სტატიას უძღვნის.

სიჩუმის დაუწერელი კონტრაქტი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინსა და საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე დარჩენილ მოქალაქეებს შორის დაიდო, აბსოლუტურად გამჭვირვალეა: პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების რღვევისა და რეპრესიული ავტორიტარიზმის შეგუების სანაცვლოდ, სახელმწიფო უზრუნველყოფს წესრიგს, ეკონომიკურ სტაბილურობასა და კვლავ სუპერძალად ჩამოყალიბების ილუზიას.

2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა და ტრიბუნებიდან ამაყად მომზირალი პუტინი. ის გავლენას ახდენს შუა აღმოსავლეთზე, ევროპას ისევ გაზით აშანტაჟდებს, ამერიკა, ცივ ომში რუსეთის მთავარი მეტოქე, ობამა-ტრამპის ესტაფეტას შორის იხლიჩება, ეს ყველაფერი ერთად კი თითქოს გარანტირებულს ხდის კრემლში გადასული კგბ-ს ყოფილი აგენტის ახალ-ახალ წარმატებებს… და სრულიად მოულოდნელად, ერთი ხელის მოსმით, პუტინის მაგია გაუფერულებას იწყებს. ერთი წლის წინ, საპენსიო კონტრრეფორმით წარუმატებლობების მთელი სერია იწყება: ჯერ ჩინეთმა დაასახელა მოსკოვი ვასალურ მოკავშირედ, მიუხედავად იმისა, რომ სტალინი დარწმუნებული იყო რომ ამას თავად მოახერხებდა მაო ძედუნთან. მერე ევროპელებმა გამოიჩინეს სიმტკიცე ყირიმსა და უკრაინაში რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დაწესებული სანქციების შენარჩუნებაში. თავად დონალდ ტრამპიც კი, რომელიც ყველაფრის რბილად მოგვარების მომხრე იყო, იძულებული გახდა რუსეთის სასარგებლოდ დათმობაზე არ წასულიყო რიგი პოლიტიკური სკანდალების გამო.

რამდენიმე დღის წინ კი თავად დედაქალაქი მოსკოვი იქცა პროტესტის სცენად “მედუზას” დისიდენტი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის დაკავებისა და წამების შემდეგ. საშუალო კლასის რეაქციამ აშკარად გააოგნა პუტინი და მისი მრჩევლებისა და ოლიგარქების წრე, რომლებიც უკვე ოჯახის ფულისა და ბიზნესების მართვას უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე სახელმწიფოს. რუსული ონლაინ სივრცე ჯერ კიდევ სახიფათოდ განაგრძობდა ძვრას გოლუნოვის შემთხვევის გამო, როცა პუტინს კიდევ ერთი მოულოდნელი წარუმატებლობა დაატყდა თავს. საქართველოში, ამჟამად დამოუკიდებელ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც რუსეთთან დღემდე ომშია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის გამო, დედაქალაქ თბილისში, ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოთქმული პროვოკაციული, პანსლავიზმისათვის დამახასიათიადებელი სიტყვის გასაპროტესტებლად. მართლმადიდებელ საპარლამნტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩასულმა გავრილოვმა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან წარმოთქვა სიტყვა, განვითარებულ მოვლენებში საქართველო დაადანაშაულა და უარყო რუსული ჰეგემონია. გავრილოვის ტონი მდინარე მოსკოვას ნაპირზე, ე.წ. მთავრობის სახლში გამოსული, საბჭოთა კომუნისტური პარტიის სისასტიკით ცნობილი კომისრების ტონის ანალოგიური იყო (მსგავსი სცენაა აღწერილი იური სლესკინის შესანიშნავ ახალ წიგნში).

გავრილოვის გამომწვევი ტონის საპასუხო სიბრაზეს, შედეგად ათეულობით დაჭრილი (ორმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა), ოპოზიციასა და მთავრობას შორის შეტაკება და მოსკოვსა და თბილისს შორის კიდევ ერთი ყინულის გაჩენა მოჰყვა. ქართველები ახალი ძალით ოცნებობენ ევროკავშირის კეთილდღეობასა და ნატოს უსაფრთხოებაზე.

როგორც ჰონგ კონგის მოედანზე შეკრებილი ახალგაზდები ვერ ჩამოაგდებენ უახლოეს მომავალში ჩინელ პრეზიდენტ სი ძინპინს, ასევე ვერც ქართველი თავისუფლებაზე მეოცნებეები, პერნსიონერები, ინტელექტუალები და ჟურნალისტები ჩამოკრავენ ცარ ვლადიმირის უკანასკნელ ზარს. მაგრამ რუსი საშუალო კლასის აჯანყება და ქართული პროტესტი აშკარას ხდის, რომ პუტინის ურყევ სამეფოში, სადაც დემოკრატიის არარსებობა და შიდა პოლიტიკისადმი გულგრილობაა გამეფებული, მზის ჩასვლა ახლოვდება, რომ ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბადებულმა თაობებმა უკვე ასწიეს თავი. რომ “პუტინური კონტრაქტი” რომელშიც მთავარი გაზის სუფსიდია, ნაციონალიზმი, ძალისმიერი მმართველობა, ავტორიტარიზმი და მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების მხარდაჭერაა, უკვე აღარ არის საკმარისი ამ თაობის სიჩუმის საფასურის გადასახდელად.

წყარო: ©LaStampa | ავტორი: Gianni Riotta | თარგმანი: ნანა ზარდიაშვილი

შემთხვევითი სიახლე

მამუკა ბახტაძე ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა და თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას …