მთავარი / მთავარი მოვლენები / რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს.

დოკუმენტს, რომლის ადრესატი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, ამ დროისთვის 4200-მდე ხელმოწერა აქვს და ეს რიცხვი მატულობს.

„რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ არიან. მიტინგების გამართვა კი, თავად საქართველოს მოქალაქეების უფლებაა. მივცეთ საშუალება ხალხებს, მეგობრული ურთიერთობა გააგრძელონ და თავად გადაწყვიტონ, ამა თუ იმ ქვეყანაში ჩავიდნენ თუ არა”, – წერია პეტიციაში.

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, პოლიტიკა კი ხალხთაშორის ურთიერთობებზე არ უნდა აისახოს.

შემთხვევითი სიახლე

თუ გადაწყვეტთ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება – რასმუსენი

თუ გადაწყვეტთ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება – რასმუსენი

საქართველო რეფორმების საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს და გააგრძელოს რეფორმები, არა მხოლოდ სამხედრო სექტორში, – …