მთავარი / მთავარი მოვლენები / რუსეთიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა
რუსეთიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა

რუსეთიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა

2019 წლის პირველ ნახევარში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ანალიტიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ანალიტიკოსებმა იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს, სადაც რუსეთის მოქალაქეები უძრავ ქონებას ყიდულობენ. 2018 წელს რეიტინგის 23-ე პოზიციაზე მყოფმა საქართველომ წელს მე-15 პოზიციაზე გადაინაცვლა. ქართული უძრავი ქონების პოპულარობას ექსპერტები ფასისა და ხარისხის კარგი თანაფარდობით და შეთანხმების გაფორმების სიმარტივით ხსნიან.

ანალიტიკოსების აზრით, რუსულ-ქართული ურთიერთობების ბოლოდროინდელი გამწვავება უძრავი ქონების მიმართ დაინტერესებაზე არ აისახება.

შემთხვევითი სიახლე

სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას პასუხობს

პასუხი პუტინს ასეთია: ტურისტებმა უნდა განაგრძონ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები, …