მთავარი / საქართველო / რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM საქართველოში ოპერირებას იწყებს
რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM საქართველოში ოპერირებას იწყებს

რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM საქართველოში ოპერირებას იწყებს

31 ოქტომბრიდან, კვირაში 2 სიხშირით ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს რუმინული სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM შეასრულებს.

ამის შესახებ დღეს, სასტუმროში „მერკური“ გამართულ პრეზენტაციაზე, საქართველოში რუმინეთის ელჩმა, ავიაკომპანია TAROM-ის ხელმძღვანელობამ, საავიაციო ხელისუფლებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს. რუმინული სახელმწიფო ავიაკომპანია „ტარომი“ 1954 წელს დაარსდა, 2010 წლიდან კი ის Sky Team ალიანსის წევრია.

ოფიციალური განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „ტარომთან“ მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა. როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, თბილისიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. აქამდე ბუქარესტის მიმართულებით სეზონურ ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ასრულებდა.

შემთხვევითი სიახლე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7524 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7524 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7524 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის …