მთავარი / საქართველო / განათლება / როგორ სკოლაში ისურვებდა განათლების მინისტრი სწავლას?
როგორ სკოლაში ისურვებდა განათლების მინისტრი სწავლას?

როგორ სკოლაში ისურვებდა განათლების მინისტრი სწავლას?

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალი, 2017-2018 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თბილისის 143-ე სკოლიდან მიულოცა.

მინისტრამ ასევე ისაუბრა იმაზე თუ როგორ სკოლაში ისურვებდა სწავლას.

”მე რომ მოსწავლე ვიყო, პირველ რიგში, მივიდოდი ისეთ სკოლაში, სადაც ძალიან კარგი მასწავლებლები არიან, არაჩვეულებრივი პედაგოგიური კოლექტივია, სადაც მეგობრობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროა. მადლობა ღმერთს, რომ ბევრ სკოლაში და მათ შორის, 143-ე სკოლაში არის ასეთი თანამშრომლობა. მეორე რიგში, მივიდოდი ისეთ სკოლაში, სადაც სწავლა საინტერესო და სახალისოა. ჩვენ ყველანი ვყოფილვართ მოსწავლეეები და სკოლა მხოლოდ სწავლა არ არის. სკოლა არის აღმზრდელობითი პროცესი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილისა და დავალების გარდა რას გთავაზობს სკოლა. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სკოლა, ამ მხრივ, კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება ყოველწლიურად”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურანლისტებს განუცხადა. 

წელს საჯარო და კერძო სკოლებში 575 000 მოსწავლე მივიდა, აქედან პირველკლასელი 56 300-ია, მათგან 50 300 საჯარო სკოლებშია დარეგისტრირებული, 6 000 კი – კერძოში.

წყარო: ეტალონი

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …