მთავარი / თბილისი / რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა
რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა

რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2019 წლის 8 იანვარს აღდგება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

„თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე“ სამედიცინო უნივერსიტეტი გაიხსნება

„თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე“ სამედიცინო უნივერსიტეტი გაიხსნება

მიმდინარე წლის სექტემბერში „თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის“ ტერიტორიაზე 5 სართულიანი სამედიცინო უნივერსიტეტი გაიხსნება. როგორც „კომერსანტს“ …