მთავარი / სპორტი / რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ქუთაისის სტადიონზე საქართველოს დროშა გოგი წულაიამ აღმართა
რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ქუთაისის სტადიონზე საქართველოს დროშა გოგი წულაიამ აღმართა
გოგი წულაია

რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ქუთაისის სტადიონზე საქართველოს დროშა გოგი წულაიამ აღმართა

საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ქუთაისის რაგბის სტადიონზე საქართველოს დროშა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელმა გოგი წულაიამ აღმართა.

აღნიშნული გადაწყვეტილება წულაიას ცნობილ ფრაზას უკავშირდება – „დროშა ვერ დაკიდენ“, რომელიც მან რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისას გააკეთა. მაშინ რაგბის სტადიონზე აღმართულ რამდენიმე დროშას შორის საქართველოს დროშა მოცულობით გაცილებით პატარა იყო.

რაგბის კავშირმა წულაიას საჩუქრად მაისური გადასცა, რომელზეც ყველა მორაგბის ხელმოწერაა.

ხვალ, რაგბიში ერთმანეთს საქართველოსა და ბელგიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ქუთაისში, 14:00 საათზე დაიწყება.

წყარო: 1tv | ავტორი: ირმა ჭოლაძე

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …