მთავარი / თბილისი / „რადიუსი“ – ახალი სასტუმრო ქალაქის ცენტრში
„რადიუსი“ – ახალი სასტუმრო ქალაქის ცენტრში

„რადიუსი“ – ახალი სასტუმრო ქალაქის ცენტრში

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით, თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერია თბილისში“, ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნება.

ქალაქის ცენტრში არსებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78 ნომრიანი სასტუმრო, საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი და სტუმრებს კოფორტულ გარემოს სთავაზობს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ეს იქნება პირველი სასტუმრო რომელიც სავაჭრო ცენტრში იქნება ინტეგრირებული და სოციალურად აქტიურ სტუმრებს ხელს შეუწყობს დაგეგმონ და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ, ქალაქის ცენტრში გაჩენილიყო ადგილი, სადაც ადამიანი შეძლებდა სასიამოვნო გარემოში ძალების სრულფასოვან აღდგენას. მომხმარებელს ვპირდებით დედაქალაქის ცხოვრებაში მონაწილეობის საინტერესო დასაწყისს და სრულ კომფორტს.“ – აცხადებს სასტუმრო „რადიუსი“-ს გენერალური დორექტორი ელენე შარიქაძე.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „რადიუსი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. 2019 წლის მაისის თვის მდგომარეობით საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს.

შემთხვევითი სიახლე

თბილისში შესაძლოა, ყოველთვიური შეღავათიანი სამგზავრო ბარათი შემოვიდეს – მოქალაქის იდეა მერს

თბილისში შესაძლოა, ყოველთვიური შეღავათიანი სამგზავრო ბარათი შემოვიდეს – მოქალაქის იდეა მერს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 81 მიმდინარე, …