მთავარი / საქართველო / ტურიზმი / რა თანხას ხარჯავს ერთი უცხოელი ტურისტი საქართველოში
რა თანხას ხარჯავს ერთი უცხოელი ტურისტი საქართველოში

რა თანხას ხარჯავს ერთი უცხოელი ტურისტი საქართველოში

2017 წლის ცხრა თვეში საქართველოში 5.8 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 19.2%-ით მეტია. ამ 5.8 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 2.8 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 29%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

იმას თუ რას ხარჯავენ უცხოელები საქართველოში ქვეყნის ეროვნული ბანკი ითვლის. სებ-ის მონაცემებით, 2017 წლის 9 თვეში საქართველოში მყოფმა უცხოეთის მოქალაქეებმა $2.16 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 26%-ით მეტია.

ამავე პერიოდში ქვეყანაში 2.78 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, შესაბამისად, საშუალო ტურისტის მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხა აღნიშნულ პერიოდში $777.4 დოლარია.

ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:

  ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით
ქვეყანა მილიონი ათასი ზრდა კლება
აზერბაიჯანო 1.299 11%
სომხეთი 1.24 16%
რუსეთი 1.1 34%
თურქეთი 932 4.7%
ირანი 272 127%
უკრაინა 156 13%
ისრაელი 99.9 34%
საუდის არაბეთი 53 175%
ყაზახეთი 47 16%
პოლონეთი 46 21%

სასტუმროების სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის ბოლოსთვის 1.7 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სატსუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 57 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასში 14.8 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის სასტუმროებში კი 11.6 ათასი საწოლია.

ტურიზმის სტატისტიკა წლების მიხედვით:

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი – 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო.

წყარო: ტაბულა