მთავარი / საქართველო / რა შემთხვევაში შეძლებენ უცხოელები სასოფლო მიწის შეძენას
რა შემთხვევაში შეძლებენ უცხოელები სასოფლო მიწის შეძენას

რა შემთხვევაში შეძლებენ უცხოელები სასოფლო მიწის შეძენას

პარლამენტმა სასოფლო მიწის ფლობის შესახებ კანონის განხილვა დაიწყო. პროექტების ინიცირება პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდა.

დეპუტატები 2 კანონპროექტს განიხილავენ: ერთი არის ორგანული კანონი, რომელიც პრინციპების დონეზე არეგულირებს მიწის ფლობის საკითხს. მეორე არის კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს მიწის მიზნობრივ დანიშნულებას და მართვას.

კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელი შეიძლება იყოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რელიგიური, თუ პოლიტიკური გაერთიანება, საქართველოს მოქალაქე და საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, სადაც დომინანტი პარტნიორი არის საქართველოს მოქალაქე.

გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია სასოფლო მიწის მფლობელი იყოს უცხოეთის მოქალაქე, თუ ამ გამონაკლისს დაუშვებს მთავრობა. ამ შემთხვევაში პირს საინვესტიციო გეგმის წარმოდგენა/განხორციელების ვალდებულება ექნება.

თუ აღნიშნული პირები ვერ ასრულებენ ვალდებულებას, მიწის გასხვისება მოუწევთ.

წყარო: GBC

შემთხვევითი სიახლე

აკაკი ზოიძე მიმართავს მთავრობას, რომ ხელით შესახვევ თამბაქოზეც გაიზარდოს ფასი

აკაკი ზოიძე მიმართავს მთავრობას, რომ ხელით შესახვევ თამბაქოზეც გაიზარდოს ფასი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მთავრობას მიმართავს, რომ თამბაქოს აქციზის შემდეგ, ხელით შესახვევი თამბაქოს …