მთავარი / საქართველო / რა რეაქცია ჰქონდა არჩილ თალაკვაძეს პირდაპირ ეთერში მიწისძვრის დროს [ვიდეო]

რა რეაქცია ჰქონდა არჩილ თალაკვაძეს პირდაპირ ეთერში მიწისძვრის დროს [ვიდეო]

უმრავლესობის ლიდერი მიწისძვრის მომენტში გადაცემა „პირისპირის“ ეთერში იმყოფებოდა.

კადრში კარგად ჩანს რყევა, თუმცა არჩილ თალაკვაძემ არ შეიმჩნია და საუბარი განაგრძო. ეთერის მიწურულს კი განაცხადა.

„რაც შეეხება მიწისძვრას… არ უნდა შეგვეშინდეს და მე ვფიქრობ, არც საზოგადოებას სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც მიწისძვრის ეშინია“, – იხუმრა უმრავლესობის ლიდერმა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით, 22:40 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 15 კმ-ში 5.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

შემთხვევითი სიახლე

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

1 კარი როცა იხურება, 100 სხვა იღება, — ასე გამოეხმაურა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პუტინის …