მთავარი / საქართველო / ქუთაისის მიმართულებით SkyUp Airlines-ი კიდევ ერთი უკრაინული ქალაქიდან იფრენს
ქუთაისის მიმართულებით SkyUp Airlines-ი კიდევ ერთი უკრაინული ქალაქიდან იფრენს

ქუთაისის მიმართულებით SkyUp Airlines-ი კიდევ ერთი უკრაინული ქალაქიდან იფრენს

ოდესა-ქუთაისის შემდეგ, უკრაინული „ლოუკოსტერი“ SkyUp Airlines-ი ქუთაისის მიმართულებით კიდევ ერთი უკრაინული ქალაქიდან იფრენს.

ავიაკომპანია ხარკოვი-ქუთაისი-ხარკოვის მარშრუტზე ოპერირებას 2 ივნისიდან შეუდგება და კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს იფრენს.

SkyUp Airlines-მა ხარკოვი-ქუთაისის ავიარეისებზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო და ერთი გზის ღირებულება (ბარგის გარეშე) 2 210 გრივნადანაა.

აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-მა უკვე დაანონსა და ოდესა-ქუთაისის მარშრუტზეც ოპერირებას ივნისის დასაწყისიდან იწყებს.

შეგახსენებთ, რომ SkyUp-მა ექსპლუატანტის სერტიფიკატი 2018 წლის მაისში მიიღო და ოპერირებასაც უმალვე შეუდგა. იმ დროისათვის SkyUp-ის ავიაფლოტი 2 თვითმფრინავს აერთიანებდა, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა ხუთამდე გაზარდა. დღემდე SkyUp Airlines-ი უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ორი ქალაქის, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებდა.

შემთხვევითი სიახლე

უკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა ამოქმედდა

უკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა ამოქმედდა

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში „აიდი“ (ID) ბარათებით გამგზავრებას დღეიდან შეძლებენ. მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე …