მთავარი / საქართველო / შემთხვევა / ქედაში, ქვის კარიერის აფეთქებას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქედაში, ქვის კარიერის აფეთქებას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქებას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა.

თვითმხილველების განცხადებით, ბავშვს კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა. შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა.

“დაახლოებით 100 მეტრში სახლის ეზოში თამაშობდა 6 წლის ბავშვი, როდესაც ქვა მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა”, – აცხადებენ თვითმხილველები.

ქედის მერის ლევან გორგილაძის თქმით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა და დეტალების გასარკვევად შემთხვევის ადგილზე მიემართება.

შემთხვევითი სიახლე

ქუთაისში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ბუნებრივი აირის გაჟონვის …