მთავარი / მთავარი მოვლენები / ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, პირველადი დათვალიერების შედეგად დასტურდება, რომ ცხედარი ქართველი მეზღვაურისაა. იოსელიანის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

საქართველოში გადმოსვენების საკითხი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დადგება, რომლის პროცედურებშიც საქართველოს მთავრობა ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ორი კვირის განმავლობაში ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარებული იყო.

შემთხვევითი სიახლე

კახა კალაძე: ბავშვობიდან ჩავაგონე საკუთარ თავს, არ დავკმაყოფილებულიყავი მიღწეულით

კალაძე: მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ

დედაქალაქის მერი ოპოზიციის წევრებს მთაწმინდიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს კი ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ ურჩევს. ამ რეპლიკით კახა …