მთავარი / სპორტი / ქართველი ჩოგბურთელი ტაილანდის ღია პირველობის ფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელი ტაილანდის ღია პირველობის ფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ტაილანდის ღია პირველობის ფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა WTA-ის ტურნირის – ტაილანდის ღია პირველობის ფინალში გავიდა.

წყვილთა ტურნირზე იაპონელ ნაო ჰიბინოსთან დუეტში, კალაშნიკოვამ პირველ ნომრად განთესილი უნგრულ-ტაივანური წყვილი დაამარცხა ტიმეა ბაბოშისა და ჰაო-ჩინ ჩანის შემადგენლობით – 6:2, 6:2. იაპონელმა და ქართველმა მხოლოდ 58 წუთი მოანდომეს ფინალის საგზურის მოპოვებას.

კალაშნიკოვამ და ჰიბინომ 10 ცდიდან ექვსჯერ აიღეს მეტოქის მოწოდებადა საკუთარი გეიმი მხოლოდ ორჯერ დათმეს.

ამ მატჩის შედეგი სერიოზული მოულოდნელობაა, რადგან ტიმეა ბაბოშმა ცოტა ხნის წინ, ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა ტურნირი მოიგო ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩთან ერთად, მიქსტში კი ინდოელ ბოპანასთან ერთად ფინალამდე მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ტაივანის ღია პირველობის პირველ წრეში ჰიბინომ და კალაშნიკოვამ ყაზახი ჩოგბურთელების ზარინა დიასისა და იულია პუტინცევას დუეტი გაანადგურეს 6:2, 6:1.

ასევე ძალიან იოლად დაამარცხეს მათ შვედი კორნელია ლისტერი და ავსტრალიელი არინა როდიონოვა 6:2, 6:2.

წყარო: 1tv | ავტორი: გიორგი თვალაბეიშვილი

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …