მთავარი / მთავარი მოვლენები / ქართული ესტრადა მოსკოვში ფართო შემადგენლობით წარსდგება
ქართული ესტრადა მოსკოვში ფართო შემადგენლობით წარსდგება

ქართული ესტრადა მოსკოვში ფართო შემადგენლობით წარსდგება

„ერისიონის“ და ნანი ბრეგვაძის შემდეგ, მოსკოვის საკონცერტო დარბაში ქართული ესტრადის ფართო შემადგენლობა წარსდგება.

13 ნოემბერს მოსკოვში „ვეგას სითი ჰოლში“კოცენრტი გაიმართება სახელწოდებით „ქართული მუსიკის საღამო“.

როგორც „ვეგას სითი ჰოლის“ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, მსმენელის წინაშე პოპულარული და ნაკლებად ცნობილი სიმხღერები შესრულდება.

„ქართული მუსიკის საღამოზე“ საქართველოდან მიემგზავრებიან: მერაბ სეფაშვილი, სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე, ლაშა ღლონტი, ნინო ჩხეიძე, ნატო გელაშვილი, კაკული გურიელაშვილი, ბესიკ კალანდაძე, გია სურამელაშვილი, თამთა ცხვიტავა და ანსამბლი „ქართული ხმები“.

ამ შემადგენლობას ადგილზე სოსო პავლიაშვილი, დიანა ღურცკაია და თამარ გვერწითელი შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ რუსეთის დედაქალაქში პირველი კონცერტით ანსამბლი „ერისიონი“ ჩავიდა, რასაც საზოგადოების მაღალი პროტესტი მოჰყვა.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი, რუსი მსმენელის წინაშე ნანი ბრეგვაძე წარსდგა.

ზაფხულში კი, რუსეთში კლუბურ ელექტრონულ ფესტივალში მონაწილეობის მიზნით ჩასვლას კლუბ „ბასიანის“ დი ჯეები გეგმავდნენ, თუმცა ამ ფაქტს დიდი პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც კლუბის ადმინისტრაციამ ფესტივალში მონაწილეობაზე უარი თქვა.

წყარო: pia

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან. როგორც სტუდენტმა ქეთევან კოკაიამ განაცხადა, მათი შეკრების …