მთავარი / საქართველო / შემთხვევა / ქარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი დაშავდა
ქარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი დაშავდა
წყარო: 1tv

ქარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი დაშავდა

ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვართან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ოთხი დაშავდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

წყარო: 1tv | ავტორი: ნინო ფისაძე

შემთხვევითი სიახლე

ბაღდათში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

ბაღდათში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში სკოლის მოსწავლის გარდაცვალების ფაქტს იძიებენ. 14 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება …